ღირშესანიშნაობები Sightseeing. достопримечательности



სოფლის შესახებ  


გორაბერეჟოული — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 140 მ, ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 24 კმ. სოფელი იყოფა ორ ნაწილად: გორა (მაღლობი) და ბერეჟოული (დაბლობი).
სოფელში დგას წმინდა იუსტინეს სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.


Goraberezhokhi - village in Chokhatauri municipality. It is located on the left of the river Supsa, 140 m from the sea level, 3 km from Chokhatauri, 24 km from the Sagavakha railway station. The village is divided into two parts: the hill (mountain) and the barrejole (lowland)
St. Justin's Church is a public school in the village.


სოფელში შემორჩენილია XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი. გალავანი რიყის ქვითაა ნაგები, კედლების სიმაღლე 4 მეტრია, ჯამური სიგრძე 25 მეტრი. კედლებში დატანილია სათოფურები გალავანში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან იყო მოწყობილი. გალავნის ალაყაფთან, მარჯვნივ, მოწყობილი იყო მარანი. გალავნის შიგნით, ეზოს ბოლოში დგას ერისთავების სახლი, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება. სახლის საძირკვლები თლილი ქვით არის გამოყვანილი, ხოლო კედლები ნაშენია რიყის ქვით. სასტუმრო ოთახში ბუხარია ამოშენებული. მეორე სართულის ფასადზე მიდგმულ ვრცელ ხის აივანს გვიანდელ შეკეთებათა გამო მხატვრული ღირებულება აღარ გააჩნია. იგივე მდგომარეობაშია სახლზე უკანა მხარეს მიდგმული მომცრო აივანიც. სახლი კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებულია დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო და სხვ.

სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესია.   



In the village there is a fortress at the end of the XVII century. Fence Rike's stone is built, the height of the walls is 4 meters, the total length is 25 meters. The walls were laid out from the south-west of the entrance to the fence. On the right side, the cellar was arranged. Inside the fence, at the end of the yard is the house of the Eristavi, dating back to the XIX century. The foundations of the house are tiled and the walls are dug with stone. Fireplace is built in the hotel room. The long wooden hive at the façade of the second floor does not have artistic value due to late repair. The same condition is the balcony that is on the back side of the house. The house is in good condition. Dendrological park has been planted on one hectare area around the house, where rare varieties of plants are represented: pencil, candy tree, giant sequoia, Japanese strawberry tree, ginkco and others.

In the village there is a church of XIX century.



არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. 1963 წელს აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე.
გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცენტრს. სოფელი ეკუთვნოდა ერისთავების ფეოდალურ საგვარეულოს. აქვე იყო მათი რეზიდენცია. გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს ჩაის ნერგები ოზურგეთიდანმამია V გურიელის ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.[4]. 1908 წლისთვის გორა და ბერეჟოული ცალ-ცალკე სოფლებად იყო აღწერილი.

Archaeological materials reveal that people are still here. Year I lived in the millennium. In 1963, the remains of the ceramics dating back to the Eristavis garden were found.

In the late Middle Ages, the political center of the Guria Principality was represented. The village belonged to the feudal family of Eristavi. Their residence was also here. The first Georgian tea has been started in Gurjaerezhuli. Here in the estate of Mikheil Eristavi the tea plantations were transferred from Ozurgeti to Mamia V Gurieli garden. Eristavi made tea in 1864 in the first primitive manner in Georgia and exported products to Tbilisi and St. Petersburg Agricultural Exhibitions. By 1908, the hill and barrels were described as separate villages.












ციხის გალავანი

Castle fence
ერისთავების მაგიდა
The desert table


Комментариев нет:

Отправить комментарий